დიდი ფეხბურთიდან დიდ პოლიტიკაში - ლევან კობიაშვილი "ქარული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გახდა

დიდი ფეხბურთიდან დიდ პოლიტიკაში - ლევან კობიაშვილი "ქარული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გახდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლებიც არიან.

უფრო კონკრეტულად, "ოცნების" რიგებს შეუერთდნენ ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. ისინი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ.

გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" შეუერთდა და ასევე მაჟორიტარად იყრის კენჭს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცოტა ხნის წინ წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

რაც შეეხება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, კანონით გათვალისწინებული ნორმის თანახმად "ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების მიუხედავად  ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს არ ტოვებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი 2015 წლის 3 ოქტომბერს აირჩიეს. ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს, ხოლო 15-მა - რევაზ არველაძეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა.

ასევე იხილეთ: სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები - ვინ არიან "ქართული ოცნების" ახალი სახეები თბილისში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."