ლევან ბერძენიშვილი "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებზე: "უზარმაზარი მნიშვნელობის სპორტსმენები არიან, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკასთან?"

ლევან ბერძენიშვილი "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებზე: "უზარმაზარი მნიშვნელობის სპორტსმენები არიან, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკასთან?"

როგორც ჩანს, კრიტიკამ არ იმუშავა და "ოცნება" მხედველობაში იღებს, თუ რამდენად პოპულარული და ცნობილია ადამიანი, - ასე შეაფასა "ინტერპრესნიუსთან საუბრისას დედაქალაქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების სია "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, საქართველოში ცნობადი პოლიტიკოსები ამოიწურა და "ქართული ოცნება" გადავიდა ცნობილ მომღერლებზე, მორაგბეებსა და ფეხბურთელებზე.

"მოჭიდავეც არ დააკლდება პარლამენტს - რაც რიოში დაგვაკლეს, პარლამენტში მაინც გვეყოლებიან. "ქართული ოცნების" სია ძალიან შემაშფოთებელია. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალით არ აპირებენ პარლამენტში მუშაობას. ერთი-ორი პოლიტიკოსის გარდა, სულ ახალბედები და არაკვალიფიციური ხალხია, შესაბამისად, პარლამენტში მუშაობა ყველამ უნდა ისწავლოს. მე არ ვამბობ, რომ ვერ ისწავლიან, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე, რომ ამდენი მოყვარული შემოვიდეს პარლამენტში, რომლებსაც საერთოდ შეხება არ ჰქონიათ პოლიტიკასთან, თუ არ ვიტყვით იმას, რომ ბატონ ხუციშვილს თავის სიმღერაში სიტყვა "ოცნება" აქვს ნახსენები. დანარჩენი მისი პოლიტიკური წარსულის შესახებ არ მსმენია. ასევე არ ვიცი ბიძინა გეგიძე როგორი პოლიტიკოსი იქნება. ეს არ არის აკრძალული და დასაშვებია, მაგრამ ამ რაოდენობის მიხედვით, "ქართული ოცნება" ფაქტობრივად არაპოლიტიკური პარლამენტის შექმნას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ წარმატებას მიაღწევს. მისი ავტორიტეტი, როგორც ჩანს, ძალიან უნდა დაეცეს და უმნიშვნელო უნდა გახდეს, რადგან ეს ხალხი ყველა თუ შევა პარლამენტში, პარლამენტის კლასი არსებულთან შედარებითაც კი დაბლა დაიწევს. ამიტომ, იმედი ვიქონიოთ, რომ სხვებიც შეავსებენ პარლამენტს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, მომღერლებისა და სპორტსმენების პარლამენტში შეყვანა, არასწორი გადაწყვეტილებაა.

"იმ ბრწყინვალე ფეხბურთელებზე ცუდი სიტყვა როგორ დამცდება, ან გეგიძეზე, უზარმაზარი მნიშვნელობის სპორტსმენები არიან, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკასთან? ადრე ნაკლები იყვნენ მომღერლები? - ახლა რაღაც მეტი დააპირეს. ვინც მოიფიქრა ეს, არის არსებითად არასწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებიან ისინი ამ ტიპის არჩევნებში, რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ არაპოლიტიკოსები პოლიტიკოსებს ყველგან მოუგებენ. სასარგებლო იქნება თუ ნაკლებად მოხვდებიან პარლამენტში", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

მამუკა ბახტაძე "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში იქნება

ცნობილი ექიმები, სპორტსმენები, მომღერლები და მსახიობები "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენაზე - ფოტოები