ბედუკაძე-ხაჩიშვილის "ცენტრისტები" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა

 ბედუკაძე-ხაჩიშვილის "ცენტრისტები" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტები" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა. შესაბამისი განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია უდევს, რომლის მიხედვითაც, პარტია "ცენტრისტების" ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნიათ.

"დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას, "ცენტრისტების" რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება გააჩნია ცესკოს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

იხილეთ ვიდეო| ბედუკაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."