დავით ნარმანიას მერიასთან "საჩუქრად" ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს

დავით ნარმანიას მერიასთან "საჩუქრად" ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს

"თავისუფალი დემოკრატების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის მერს საჩუქრად ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს. ყუთი სასაჩუქრე ლენტით იყო გაფორმებული და ზედ დაყრილი ნაგვის ამსახველ სურათებთან ერთად დატანილი იყო წარწერა - "გლდანელების საჩუქარი თბილისის მერს".

"საჩუქარი" მერიაში არ ჩაიბარეს და დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ პრობლემის დაფიქსირების სხვა ფორმები არსებობს. თავად ეს ნაგავი კი აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნაში უნდა მოათავსონ.

როგორც ჟურნალისტებს ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, ეს ნაგავი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გლდანის პატარა ტბის ტერიტორიაზე მოაგროვეს, რომელიც ნაგვის ბუდედ არის ქცეული.

"ეს ტერიტორია ძალიან არის დაბინძურებული და ნაგვის ბუდედ არის ქცეული. არაერთხელ მიმართა თბილისის მერს გლდანის მოსახლეობამ, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა. თუ არ მიდიან მაღალი თანამდებობის პირები ნაგავთან და ნაგავსაყრელთან, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ ნაგავი მივიდეს მათთან", - განაცხადა გიგუაშვილმა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც "თავისუფალი დემოკრატები" მოვლენ ხელისუფლებაში, ეს სიტუაციაც შეიცვლება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."