ხაინდრავა "ოცნების" კანდიდატებზე - "რა სჭირთ მათ ამ უცოდინარების საქილიკო?"

ხაინდრავა "ოცნების" კანდიდატებზე - "რა სჭირთ მათ ამ უცოდინარების საქილიკო?"

რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მიერ თბილისში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებენ. როგორც გოგა ხაინდრავამ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" მიერ თბილისში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განუცხადა, ისინი არიან წარმატებული ადამიანები და ყველა მათგანმა საკუთარი უპირატესობა საქმეში დაამტკიცა.

გოგა ხაინდარავასთვის აბსოლუტურად გაუგებარია "ზოგიერთი ექსპერტის და ჟურნალისტის ქილიკი" წარდგენილ სპორტსმენებთან მიმართებაში.

"ეს ქილიკი გაისმა "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებაში. ცდილობენ, სპორტსმენობა ნეგატიურად წარმოაჩინონ. ამ ჟურნალისტებს და ექსპერტებს, ყველას ერთად შეკრებილს, ერთი წუთით იმდენი სიხარული მოუტანიათ ქართველი ერისთვის, როგორც შოთა ხაბარელს, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა? მათზე ნაკლები განათლება, ან მათზე ნაკლები ცოდნა აქვს? რას ქილიკობენ, რა არის აქ საქილიკო? ადამიანმა წარმატებით იასპარეზა სპორტულ სარბიელებზე და მერე პროფესიონალური ცხოვრება გააგრძელა - ზოგი ეკონომისტია, ზოგი იურისტია, რა სჭირთ ამ უცოდინარების საქილიკო?

მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გუნდია წარმოდგენილი. ბუნებრივია, ერთგვაროვანი არ არის. ერთგვაროვანი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის, ზოგი უკეთესია, ზოგი უარესია. ძალიან გამიხარდა ქალბატონების გამოჩენა. ვფიქრობ, რომ მაგალითად, ნინო გოგუაძეს განსაკუთრებული დამსახურება აქვს, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა. მე ნინოს ვიცნობ, ის ჩვენი, ოპოზიციის წარმომადგენელი იყო ცესკოში და მახსოვს მისი ბრძოლა და თავდადება.

ასე რომ, ეს არის გუნდი, რომელიც დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს თბილისში. მე ამ გუნდის შესადარ და ახლოს მდგომ გუნდს ვერ ვხედავ. ზოგი უფრო საინტრესო ფიგურაა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს არის გუნდი, ეს არის პრინციპული და წარმატებული ადამიანების თავყრილობა, ყველამ თავის საქმეში დაამტკიცა თავისი უპირატესობა.

საბოლოო ჯამში, ყველაფერს ამომრჩეველი და ქართველი ხალხი გადაწყვეტს და არა ექსპერტები, რომელთაც განსხვავებით ამ პატივცემული ადამიანებისგან, ერთი წუთი სიხარული ქართველი ხალხისთვის არასდროს მოუტანია. ლანძღვის, ბოღმის და უცოდინრობის გარდა მათგან არასდროს სხვა არაფერი გვინახავს", -განაცხადა ხაინდრავამ.

"ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და წავიდეს"

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიორგი ვაშაძე

თინა ხიდაშელი: "ივანიშვილმა შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით"