ცესკო - საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ინფორმაცია 9 პარტიის ხელმძღვანელი პირის შესახებ არ არის

ცესკო - საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ინფორმაცია 9 პარტიის ხელმძღვანელი პირის შესახებ არ არის

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, თუ საჯარო რეესტრის მიერ დადასტურდება, რომ რომელიმე პარტიას არ ჰყავს იურიდიულად უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, ცესკო მათი რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

რაც შეეხება უშუალოდ ვალერი კვარაცხელიას პარტიის საკითხს, ანა მიქელაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის გავლის მიზნით, ვალერი კვარაცხელიამ 16 მაისს მიმართა და რეგისტრაცია გაიარა როგორც პოლიტიკურმა გაერთიანებამ- "ნეიტრალური საქართველო".

"რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეების უფლებამოსილების საკითხს, ამასთან დაკავშირებით ცესკომ გუშინ მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ამ შემთხვევაში, როგორც ვალერი კვარაცხელიას, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა ხელმძღვანელი პირის შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასეთი პარტია სულ 9 არის დაფიქსირებული. საჯარო რეესტრმა მხოლოდ "ცენტრისტებთან" დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ მათ რეგისტრაციაში არ გაატარეს "ცენტრისტების" ხელმძღვანელი პირი.

რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლებს და უფლებამოსილ პირებს, ამასთან დაკავშირებით, თუკი საჯარო რეესტრის მიერ მოხდა დადასტურება, რომ პოლიტიკური პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმძღვანელობაზე არის უარი, ამ შემთხვევაში, ცესკო იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."