პაატა ბურჭულაძე - მერაბ მეტრეველი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი ამ გაერთიანებით

პაატა ბურჭულაძე - მერაბ მეტრეველი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი ამ გაერთიანებით

მერაბ მეტრეველი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი ამ ყველაფრით, - ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ "TV პირველთან" საუბრისას განაცხადა.

პოლიტიკური პლატფორმის ლიდერმა "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩის", "ახალი მემარჯვენეებისა" და "ახალი საქართველოს" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანების შესახებ და ამასთან დაკავშირებით გუნდის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"ჩემი პირველი ნაბიჯი, როდესაც ფეხი შემოვდგი პოლიტიკაში, მაშინ ვთქვი, რომ ჩვენი კარები ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს წინსვლა და მისი აზრები ემთხვევა ჩვენს ხედვებს. ორი დღის წინ მოვიდა ასეთი შემოთავაზება, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან გაერთიანება, ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ეს განვიხილეთ გუნდში. გუნდმა აღიქვა უმეტესად ძალიან დადებითად, ასე მოხდა დღევანდელი დღე. მე ამაში ვხედავ მარტო დადებითს. მერაბ მეტრეველი არ იყო მაინც და მაინც კმაყოფილი ამ ყველაფრის, ხათუნა ლაგაზიძე ნამდვილად თავის საქმით არის დაკავებული. ხათუნა ძალიან მომხრეა, რაც დღეს მოხდა", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ამასთან, პლატფორმის ლიდერმა უარყო, რომ მერაბ მეტრეველმა პარტია დატოვა. "მერაბთან საუბარი გვქონდა. უბრალოდ, არ იყო კმაყოფილი. მას სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა თუ რა მიმართულებით ვიქნებოთ, ჩვენ ვიქნებოდით მარტო, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა და უნდა, რომ წინ წავიდეს ქვეყანა. მართლაც, დღეს ჩვენი გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩი", "ახალი მემარჯვენეები" და "ახალი საქართველო" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა. ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."