"ვადასტურებ, რომ უარყოფითი პოზიცია მაქვს ამ გაერთიანების მიმართ" - დატოვებს თუ არა მერაბ მეტრეველი პარტიას

"ვადასტურებ, რომ უარყოფითი პოზიცია მაქვს ამ გაერთიანების მიმართ" - დატოვებს თუ არა მერაბ მეტრეველი პარტიას

პოლიტიკური პლატფორმა "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი მერაბ მეტრეველი ადასტურებს, რომ აღნიშნული გაერთიანების მიმართ უარყოფითი პოზიცია აქვს. ამის შესახებ მერაბ მეტრეველმა "ინტერპრესნიუსს" პაატა ბურჭულაძის ნათქვამის კომენტირებისას განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მერაბ მეტრეველი გაერთიანებით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო.

"ვადასტურებ, რომ უარყოფითი პოზიცია მაქვს ამ გაერთიანების მიმართ", - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტიის დატოვებას, მეტრეველმა უპასუხა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღია.

პოლიტიკური პლატფორმის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ "TV პირველთან" "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩის", "ახალი მემარჯვენეებისა" და "ახალი საქართველოს" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანების შესახებ და ამასთან დაკავშირებით გუნდის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ამავე ეთერში ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მერაბ მეტრეველი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი გაერთიანებით.

"ჩემი პირველი ნაბიჯი, როდესაც ფეხი შემოვდგი პოლიტიკაში, მაშინ ვთქვი, რომ ჩვენი კარები ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს წინსვლა და მისი აზრები ემთხვევა ჩვენს ხედვებს. ორი დღის წინ მოვიდა ასეთი შემოთავაზება, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან გაერთიანება, ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ეს განვიხილეთ გუნდში. გუნდმა აღიქვა უმეტესად ძალიან დადებითად, ასე მოხდა დღევანდელი დღე. მე ამაში ვხედავ მარტო დადებითს. მერაბ მეტრეველი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი ამ ყველაფრის, ხათუნა ლაგაზიძე ნამდვილად თავის საქმით არის დაკავებული. ხათუნა ძალიან მომხრეა, რაც დღეს მოხდა", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ამასთან, პლატფორმის ლიდერმა უარყო, რომ მერაბ მეტრეველმა პარტია დატოვა. "მერაბთან საუბარი გვქონდა. უბრალოდ, არ იყო კმაყოფილი. მას სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა თუ რა მიმართულებით ვიქნებოთ, ჩვენ ვიქნებოდით მარტო, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა და უნდა, რომ წინ წავიდეს ქვეყანა. მართლაც, დღეს ჩვენი გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩი", "ახალი მემარჯვენეები" და "ახალი საქართველო" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა. ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."