სანდრა რულოვსმა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა

სანდრა რულოვსმა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი პირობას დებს, რომ "რაც წინა ხელისუფლების დროს ცუდი მოხდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღარ განმეორდება".

ნახეთ ვიდეო| "მე თქვენი რძალი ვარ"- როგორ წარუდგინა ამომრჩევლებს თავი უკვე პოლიტიკოსმა სანდრა რულოვსმა

როგორც რულოვსმა კორცხელში, მისი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა, ძალადობა შეხვდათ კორცხელში, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი დაპირისპირება არ უნდა.

"ძალადობა შეგხვდა კორცხელში, ჩვენ დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ სიმშვიდით და სიწყნარით. არანაირი დაპირისპირება არ გვინდა. მე მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, რომ თვალებში რომ ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე - რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება", - განაცხადა რულოვსმა.

მისივე თქმით, მოქმედ მთავრობას "4 წელში შეეძლო მუშაობა, თუმცა არაფერი გაუკეთებია".

"დაახლოებით 4 წელია, რაც პირველი ლედი აღარ ვარ და გვერდიდან ვუყურებ, თუ რა ხდება საქართველოში. ქველმოქმედებას ვეწევი. ახლა არის ლოდინის რეჟიმი ყველასთვის და არამარტო ჩემთვის, არამედ ხალხისთვის, ვინც გაჭირვებულია, ინვესტორისთვის, რომელიც ფულს არ ჩადებს ასეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცის საით მიემართება და ასევე მოლოდინის რეჟიმია რუსეთისთვის, თუ როდის ჩაბარდება ჩვენი ქვეყანა. რუსები ახლა დაკავებულები არიან უკრაინით, შემდეგ ისევ ჩვენთან მოვლენ. ამ 4 წელში შეიძლებოდა მუშაობა ახალი მთავრობისთვის, მიშა არ იყო ქვეყანაში და ვინ უშლიდა ხელს? თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაგრძელება, თავისი გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ. ქვეყანა გაჭირვებულია, სტაგნაციაა", - აღნიშნა რულოვსმა.

მანვე აშშ-ში მომხდარი ისტორიაც გაიხსნება: "აშშ-ში ვიჯექი ტაქსიში და მძღოლმა მკითხა, თუ როგორ არის საქართველო მიშას შემდეგ? ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეც ძალიან სერიოზულად ვუპასუხე - ცუდად", - განაცხადა მან.

რულოვსის თქმით, პოლიტიკაში მოსვლა არ იყო ადვილი გადასაწყვეტი.

"ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, თუ რა გავაკეთო, არ მინდა პასიურად ვიჯდე სახლში. ბევრმა მითხრა, არ გინდა პოლიტიკა, რადგან ეს არის ტალახის სროლა, დისკრედიტაცია, უბედურება და სიბინძურე. მეც ადამიანი ვარ, ეს მაწუხებს, მაგრამ უფრო მეტად ის მაწუხებს, რომ ქვეყანა ქრება რუკიდან, როგორც 90-იან წლებში და ჩვენ ეს გვინდა? ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა. ბევრმა კი მითხრა, რომ მე მაქვს სუფთა სინდისი, რომ შევიდე პოლიტიკაში. ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. მარტო არ ვარ, ასეთი ღირსეული კანდიდატები არიან ამ გუნდში", - აღნიშნა ყოფილმა პირველმა ლედიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."