პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ფოთის ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ფოთის ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ განაცხადა.

"ჩემთან ერთად ორგანიზაცია დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც ვერ ეგუებიან ალიანსის შექმნას, ეს მათი სურვილი იყო. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დადასტურდა მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" გარიგება ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც პრინციპულად და კატეგორიულად მიღებელია ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან. დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მით უმეტეს, პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნა. ვერანაირად და ვერასოდეს შედგება მასთან ჩემი რაიმე ფორმით ურთიერთობა და თანამშრომლობა, ღირებულებითი, მენტალური და ფსიქოლოგიური თავსებადობა. მე როგორც პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ჩემს გუნდთან და იმ ადამიანებთან ერთად ვტოვებ ორგანიზაციას, ვისთვისაც ღირებულებები და ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზაზა ჭურღულიამ.

მისივე თქმით, იგი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ გეგმავს.

ზაზა ჭურღულიამ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდვინის პოსტი 18 აგვისტოს დატოვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."