ლადო ბედუკაძე - იგივე დაპირებებით სხვა პარტიის სახელით ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას

ლადო ბედუკაძე - იგივე დაპირებებით სხვა პარტიის სახელით ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას

იგივე დაპირებებით ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო ბედუკაძემ განუცხადა. მისი თქმით, ის არჩევნებში სხვა პარტიასთან ერთად იბრძოლებს, რომელიც უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშია დარეგისტრირებული.

"იგივე დაპირებებით ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, ოღონდ სხვა პარტიის სახელით. ამ პარტიის შესახებ საზოგადოებამ არ იცის თუმცა, ის უკვე დარეგისტრირებულია ცესკოში. იმედი მაქვს, ხელისუფლება ხელს არ შეუშლის ამ პარტიას", - განაცხადა ლადო ბედუკაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტები" საარჩევნო რეგისტრაციიდან ცესკომ გასულ კვირას მოხსნა. შესაბამისი განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია ედო, რომლის მიხედვითაც, პარტია "ცენტრისტების" ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნიათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."