ხობში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ბუკიას ნაცვლად ირაკლი ბერაია იქნება

ხობში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ბუკიას ნაცვლად ირაკლი ბერაია იქნება

ხობის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია იქნება. ბერაია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად წარადგინა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია აქამდე ბანკ "ქართუში" მუშაობდა.

ხობის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის ახალი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წინა კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ბუკიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს და ამომრჩევლებს განცხადებით 20 აგვისტოს მიმართა, რომელშიც კანდიდატურის მოხსნის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ის ბიზნესში რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელების მიზნით ბრუნდება.

"ირაკლი ძალიან საინტერესო ახალგაზრდაა. გახლავთ ეკონომისტი და ფინანსისტი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კომერციულ საბანკო სექტორში. მან ბანკ "ქართუში" რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან დაიწყო და დღეს ცენტრალური ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი გახლავთ. უნდა ვთქვა, რომ ირაკლი ძალიან გამოკვეთილი ლიდერია ბანკ "ქართუში". დარწმუნებული ვარ, ეს თვისებები, რომელიც მას გააჩნია, აუცილებლად გამოსადეგი იქნება ხობის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პოზიციიდანაც, ვინაიდან დარწმუნებული ვარ იგი არც ერთი ხობელის პრობლემას, ყურადღების გარეშე არ დატოვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და მაჟორიტარობის კანდიდატს არჩევნებში წარმატებები უსურვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."