მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

 მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა. ამის შესახებ მეტრეველმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი პაატა ბურჭულაძის რამდენიმე პარტიასთან გაერთიანება გახდა.

"არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია. ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე მინდა ამ პარტიას ვუსურვო წარმატებები და არჩევნებში გამარჯვება", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

იხილეთ ვიდეო| რა სიტყვებით დატოვა მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძე - "ვიღაცასთან ერთად ჩემთვის მიუღებელია..."

პაატა ბურჭულაძემ კი აღნიშნა, რომ მერაბ მეტრეველის წასვლა პარტიისთვის დიდი დანაკარგია. "მე მინდა მერაბს გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის", - განაცხადა ბურჭულაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."