რომელ სახელმწიფო შპს-ს უხელმძღვანელებს სოსო ჯაჭვლიანი - "წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანია"

რომელ სახელმწიფო შპს-ს უხელმძღვანელებს სოსო ჯაჭვლიანი - "წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანია"

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი სახელმწიფო შპს-ს უხელმძღვანელებს, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში  შეიქმნება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა განიხილა. ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ის შექმნაც.

"განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ ამ კომპანიას უხელმძღვანელოს ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი. მას აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება. მოგეხსენებათ, არის კინორეჟისორიც და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ მოკლე დროში იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს.

ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას. ალბათ, სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილებას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების ძალიან საინტერესო პერიოდი გველოდება და დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი აიტაცებს სახელმწიფოს ამ ინიციატივას და პარტნიორად მოგვევლინება ამ განვითარების პროცესში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია... ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის" - მიხეილ სააკაშვილი

"პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან" - ვაშაძის პასუხი ჟურნალისტს, ხალხმრავალ აქციაზე დასმულ კითხვაზე

"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი