უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე თანამდებობაზე არჩევამდე პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა - ick.ge

უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე თანამდებობაზე არჩევამდე პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა - ick.ge

საქართველოს უზენაესი სასამართლოში დღეის მდგომარეობით 13 მოსამართლეა. მათი უმეტესობა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყო თანამდებობაზე არჩეული. ახალი ხელისუფლების პირობებში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებული "როტაციის" შედეგად 5 ახალი მოსამართლე იქნა განწესებული - ნინო გვენეტაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური, მზია თოდუა, ეკატერინე გასიტაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ ახლადარჩეული მოსამართლეების ნაწილი თანამდებობაზე განწესებამდე აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო პერიოდში კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდაჭერას ფინანსური დახმარებითაც გამოხატავდა.

მოსამართლე მზია თოდუა, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა, 2012 წლამდე სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 2012-2015 წლებში კი იმავე ბანკის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე მზია თოდუას მოსამართლედ მუშაობის 20-წლიანი სტაჟი ჰქონდა. 1985-2005 წლებში იგი ჯერ ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი თბილისის საოლქო (სააპელაციო) სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

მზია თოდუამ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საერთო ჯამში 34 000 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2012 წლის 21 ნოემბერს მან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შემოწირულობის სახით 14 000 ლარი ჩაურიცხა, ხოლო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში - 20 000 ლარი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."