გიორგი ალიბეგაშვილი - საკრებულოს უმრავლესობაში მერისთვის უნდობლობის საკითხი არ განიხილება

გიორგი ალიბეგაშვილი - საკრებულოს უმრავლესობაში მერისთვის უნდობლობის საკითხი არ განიხილება

თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში მერისთვის უნდობლობის საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.

„ეს საკითხი უმრავლესობაში არ განიხილება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთმანეთის თანამოაზრეები. პრობლემა ბუნებრივია, ქალაქში ბევრია, მაგრამ ამ პრობლემებს ერთად შევეჭიდებით და ერთად უნდა გამოვასწოროთ“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შესახებაც ისაუბრა, რომელზეც ანგარიშით თბილისის მერი დავით ნარმანია წარსდგება.

გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, უმთავრესია დღევანდელი სხდომა მშვიდობიან, კონსტრუქციულ და საქმიან გარემოში გაიმართოს, რაშიც საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული.

„საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქცია გადაწყვეტილებას მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ მას შემდეგ მიიღებს, რაც მერის მოხსენებას მოისმენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაც შეიძლება საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში გაიმართოს ეს სხდომა. ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე. მოხსენების შემდეგ უმრავლესობა დედაქალაქის მერს შეკითხვებითაც მიმართავს“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."