რა ვალუტაში ინახავენ ფულს პარლამენტარები და მთავრობის წევრები

რა ვალუტაში ინახავენ ფულს პარლამენტარები და მთავრობის წევრები

მას შემდეგ, რაც ლარმა გამყარება დაიწყო და 1 დოლარის ღირებულებამ 2,3398 ლარიდან რამდენიმე დღეში 2,2788 ლარამდე დაიკლო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბრუნვიდან 20 მილიონი დოლარი ამოიღო, რის შემდეგაც ლარი მცირედით კვლავ გაუფასურდა.

სებ-მა კი 22 აგვისტოს ნაყიდი 20 მილიონი დოლარი 25 აგვისტოს ისევ გაყიდა. ზოგს ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯმა სავალუტო ჯიხურების ტაქტიკა გაახსენა, როცა ვალუტას უფრო დაბალი კურსით ყიდულობ და მაღალ ფასად ყიდი. თუმცა ამ შემთხვევაში კურსთა სხვაობით მიღებული რამდენიმე-ათასიანი მოგება სებ-ის ინტერესი არ იქნებოდა. ახლა მთავარი მიზანი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება უფროა, თუნდაც ლარის გამყარების რეალური გარემოებები არსებობდეს.

"ეროვნული ბანკი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ლარის მართვად გაცვლით კურსზე გადავიდა. ფაქტობრივად, საარჩევნო კორიდორულ კურსს ქმნის, რომლის ზედა და ქვედა ზღვარი აქვს მონიშნული. მან ლარის მცირედი გაუფასურებაც კი არ დაუშვა... ეს სიგნალია ბაზრისთვის, რომ ითამაშონ ლარის გამყარებაზე. მერე, როცა "ზედმეტად" გამყარდება, სებ-ი ამას "არ დაუშვებს". ფაქტობრივად, ამ ერთ თვეში სასურველ, პროგნოზირებად, მშვიდ სავალუტო გარემოს ქმნის. ფაქტია, ეროვნული ბანკი გადავიდა მართვადი კურსის რეჟიმზე, რაც ეწინააღმდეგება მის ოფიციალურ პოლიტიკას. ყოველი ასეთი მანიპულაცია, საბოლოო ჯამში, იწვევს არასტაბილურობას სავალუტო ბაზარზე და ეროვნული ბანკისადმი ნდობის დაკარგვას, მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივები ამოძრავებდა მას", - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ ქმედებებს ამ ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

ლარის კურსის ცვლილების სხვა მიზეზებზე საუბრობს "20/30"-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუა და წლის ბოლომდე ლარის გამყარებას პროგნოზირებს.

მიხეილ დუნდუა: "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ისევე როგორც ამ ინვესტიციების სააქციო კაპიტალდაბანდებები და რეინვესტიციები. ასეთი მაღალი მაჩვენებლები არასოდეს აღრიცხულა. ბოლო 3 წელიწადსა და 3 თვეში - წლევანდელი პირველი კვარტალის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 455 მილიონი დოლარით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სააქციო კაპიტალი შეიქმნა, ვიდრე 2004-2008 წლების ხუთწლედში, და 463 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე 2008-2012 წლების ხუთწლედში. შესაბამისად, 649 და 186 მილიონით არის გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი ამ ხუთწლიან პერიოდებთან შედარებით.

წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."