ირაკლი კობახიძე VS ალეკო ელისაშვილი - დღეს "360 გრადუსში"

ირაკლი კობახიძე VS ალეკო ელისაშვილი - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 29 აგვისტოს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა - ირაკლი კობახიძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირება. სად იყვნენ 2012 წლამდე ნატა ფერაძე და ალეკო ელისაშვილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით, მათი აქტიურობა არ ახსოვს. რა პასუხი აქვთ ადრესატებს და როგორია პოლიტიკური შეფასებები.

გადაცემის სტუმრები იქნებიან "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სევდია უგრეხელიძე და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."