"ამდენ ტყუილს რომ ამბობს, რატომ მეხი არ დაეცემა" - ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეზე

"ამდენ ტყუილს რომ ამბობს, რატომ მეხი არ დაეცემა" - ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეზე

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ პასუხობს. როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ელისაშვილმა განაცხადა, 2012 წლამდე კობახიძე თავად არ აქტიურობა და არც ერთ საკითხზე ხმამაღალ პოზიციას არ აფიქსირებდა.

"ირაკლი კობახიძეს ნამუსი არ აქვს. ეს არის ნამუსგარეცხილი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ზის და რაღაცეებს ჰყვება. ასეთ უსინდისობას და უტიფრობას რომ ამბობს, მეხი რატომ არ დაეცემა.

რატომ მეხი არ დაეცემა ამ ტიპს, რომელიც ფაჩუჩებით იჯდა, კაციშვილს არ ახსოვს სადმე გამოსულიყოს და ხმამაღალი პოზიცია დაეფიქსირებინოს. თავიდან ცოტა გავბრაზდი მის განცხადებაზე, აგარაკიდან ჩამოვედი და მირეკავენ, რომ კობახიძემ ეს და ის თქვაო. შემდეგ ბრიფინგიც გავმართე. მერე რომ ვუსმენდი მის კომენტარს ტელევიზიით მოვკვდი სიცილით. რას ამბობდა იცით? სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია ასე რომ დამახინჯდა, ხეები რომ მოჭრეს რატომ არ აპროტესტებდა ელისაშვილიო... თვითონ ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე, ალექსიძის ქუჩაზე და იმ ხეებს რომ ჭრიდნენ, რატომ თვითონ არ გააპროტესტა? მოკლეთ, არასერიოზული, უნამუსო და უტიფარი ბიჭია, მაგრამ ჩემი ქვეყანა მეცოდება. ეს კაცი საქართველოს მმართველი პარტიის იერარქიით მეორე პერსონაა და ასეთ ხალხს აბარიათ ხალხის ბედი",- აღნიშნა ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, "რაც ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით ხდება, ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე".

"არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას, უბრალოდ გავიმეორებ, რომ 2012 წლამდე მისი აქტიურობა არ მახსოვს, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი თვითმხილველიც ვართ 2012 წლის შემდეგ. ზოგადად გეტყვით იმ პროექტებს, რომელთა ერთ-ერთი განსახიერებაც არის ალეკო ელისაშვილი“, - აღნიშნა კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."