"მოსალოდნელია, რომ სადღაც თვის ბოლოს სანდრა რულოვსს "ნაციონალებმა" თავი გაუტეხონ, დააწვინონ საავადმყოფოში და მიიყვანონ საერთაშორისო დამკვირვებლები"

"მოსალოდნელია, რომ სადღაც თვის ბოლოს სანდრა რულოვსს "ნაციონალებმა" თავი გაუტეხონ, დააწვინონ საავადმყოფოში და მიიყვანონ საერთაშორისო დამკვირვებლები"

არა მგონია სამეგრელომ "მოჩლექილი" მეგრულის გამო მისცეს ხმა სანდრა რულოვსს და დაივიწყოს კასრები და ის უბედურებები, რაც იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ "იბერიის" ეთერში განაცხადა.

ქანთარია არ ვარაუდობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსის კანდიდატურის დაყენების გამო "ქართული ოცნება" მის მიერ დასახელებულ კანდიდატს შეცვლის.

"არ შემიძლია ჯერ ამაზე კომენტარის გაკეთება. ეს არ ყოფილა განხილული არც პოლიტსაბჭოს ფორმატში, არც კულუარულად. რაც შეეხება იმას, რომ სანდრა რულოვსის ჩართვა დაჭირდა სააკაშვილს, ეს განწირული თამაშია. არც იმას გამოვრიცხავ და მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, რომ სადღაც თვის ბოლოს სანდრა რულოვსს თავი გაუტეხონ თვითონ, დააწვინონ საავადმყოფოში და მიიყვანონ საერთაშორისო დამკვირვებლები. სანდრა რულოვსი მსხვერპლად ჰყავთ. არამგონია სამეგრელომ "მოჩლექილი" მეგრულის გამო სანდრას მისცეს ხმა და დაავიწყდეს კასრები და ის უბედურებები, რაც იყო, ის შეურაცხყოფა, რაც სწორედ სამეგრელომ გადაიტანა. მე დარწმუნებული ვარ, მეგრელი ხალხი ამ შემთხვევაშიც გამოიჩენს იმ გარჯას, რაც უნდა გამოიჩინოს ასეთ დროს ამომრჩეველმა.", - განაცხადა ქანთარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."