კახა კალაძე - ჩემი მაჟორიტარობა უნდა გამოვრიცხოთ

კახა კალაძე - ჩემი მაჟორიტარობა უნდა გამოვრიცხოთ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ იქნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად კალაძემ განუცხადა, თუმცა ის ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა საარჩევნო სიაში და შესაბამისად, დატოვებს თუ არა თანამდებობას.

"მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ასე რომ, მაჟორიტარობა უნდა გამოვრიცხოთ. სიას რაც შეეხება, უახლოეს მომავალში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის მხრიდან წარმოდგენილი იქნება სია, რომელსაც თქვენ და საზოგადოება აუცილებლად გაიგებთ", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე უახლოეს მომავალში გაიმართება პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."