დაუსვი კითხვა ტარიელ ხეჩიკაშვილს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი "პალიტრანიუსის" ეთერში მოქალაქეებს უპასუხებს

დაუსვი კითხვა ტარიელ ხეჩიკაშვილს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი "პალიტრანიუსის" ეთერში მოქალაქეებს უპასუხებს

Palitranews-ის ეთერში ინოვაციური სატელევიზიო პროექტი "ჩემი კითხვა" პარასკევს, 2 სექტემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს უმასპინძლებს. გადაცემის წამყვანი ეთო ფურცხვანიძეა.

ახლახან წარმატებით დასრულებული რიოს ოლიმპიადა, დაჯილდოვებული ოლიმპიელები, ქართული სპორტის პერსპექტივები, სპორტსმენები პოლიტიკაში და ყველა ის საკითხი, რაც გაინტერესებთ და რაზეც მინისტრისთვის კითხვის დასმა გსურთ - "პალიტრანიუსის" ინოვაციური პროექტი "ჩემი კითხვა", მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვან კითხვა.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა ყველაზე აქტუალური საკითხები პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ცოცხალ ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

გადაცემაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი ფორმა.

"ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა, ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge; ან მოგვწერე SMS ნომერზე - 577 11 11 30; ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30; ან მოგვწერე Skype-ში - Palitra.news", - განმარტავენ გადაცემის ავტორები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."