31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხვალიდან 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 17 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული ქვედანაყოფი კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. ხვალ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია კოსოვოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და ქართველი მშვიდობისმყოფელის დღის დაწესებას მიულოცავს.

სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირველი ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოების ცერემონიაც.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."