ზღვაში დაკარგული იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს და პრემიერს თხოვნით მიმართავს, სამძებრო სამუშაოები არ შეაჩერონ

ზღვაში დაკარგული იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს და პრემიერს თხოვნით მიმართავს, სამძებრო სამუშაოები არ შეაჩერონ

გონიოში გეგმიური წვრთნების დროს ზღვაში დაკარგული სამხედროს იაგო შარაძის მამა ვლადიმერ შარაძე თავდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართავს, არ შეაჩერონ სამძებრო ღონისძიებები.

"რაც დრო გადის, მით უფრო ვმწარდებით და რა გზას დავადგეთ აღარ ვიცით. გემი წავიდა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ იპოვიდა ცხედრებს. თხოვნით მივმართავ თავდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს, არ შეაჩერონ სამძებრო სამუშაოები, გამოინახოს კიდევ რაღაც საშუალება რომ ახალგაზრდა ჯარისკაცები დაკარგულად არ გამოაცხადონ, გამოიყვანონ ცხედრები", - აღნიშნა ვლადიმერ შარაძემ.

მისი თქმით, იაგო შარაძეს ყურის ანთება ბოლომდე მორჩენილი არ ჰქონდა და დიდი ალბათობით, მისი სიღრმეში ჩაყვანა არ იყო გამართლებული.

"სანამ წვრთნებს დაიწყებდნენ, ორი დღით ადრე ვნახე ჩემი შვილი. მითხრა, ოღონდაც ეს ტრენინგები გადავაგორო და მეტი არაფერი მინდაო. ყურის ანთება აქ ვარჯიშების დროს დაემართა, ჯერ არ იყო ბოლომდე განკურნებული. ჩემი შვილი არ იყო კარგად გაწვრთნილი და ასეთ რთულ ოპერაციაში ჩართეს. წვრთნების დროს არც სამაშველო ჰყავდათ მოყვანილი", - აღნიშნა ვლადიმერ შარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს გონიოში გეგმური წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგნენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."