გიორგი მარგველაშვილი - გაძლევთ გარანტიას, თუ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე იქნება რიგები, არასდროს განმეორდება დაპირისპირებები

გიორგი მარგველაშვილი - გაძლევთ გარანტიას, თუ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე იქნება რიგები, არასდროს განმეორდება დაპირისპირებები

მე თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს იქნება სავსე, არასდროს განმეორდება ის დაპირისპირებები, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს წარსულში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამომრჩევლის გააქტიურება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ საბოლოოდ უარი ვთქვათ ერთმანეთთან დაპირისპირებასა და აგრესიაზე.

”გარანტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის განვითარების და სტაბილურობის გადის არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე, არამედ თითოეულ ამომრჩეველზე.

მე თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს იქნება სავსე, თუ იქნება რიგები იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, ჩვენი პიროვნული ვალი მოვიხადოთ, არასდროს განმეორდება ის დაპირისპირებები, რასაც ჰქონდა ადგილი, სამწუხაროდ, ჩვენს წარსულში, დაპირისპირებები, როდესაც ჩვენ ძალიან უცნაურად, ამ პატარა ერის შვილები ერთმანეთს მტრებად აღვიქვამდით”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა კორცხელის ინციდენტზეც და ამ საქმის სწრაფად გამოძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

”მე მინდა სწორედ ზუგდიდში ხაზი გავუსვა იმ სამარცხვინო ფაქტს, რაც კორცხელში მოხდა. ჩემთვის, ასევე მთელი საქართველოს ამომრჩევლისთვის, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, მიუღებელია მუშტი-კრივით, დაპირისპირებით, ერთმანეთის მტრად გამოცხადებით პოლიტიკურად რაიმეს მიღწევა. ჩვენ ამას არასდროს მივიღებდით და არც მომავალში მივიღებთ. ამ სამარცხვინო ფატზე ადეკვატური და სწრაფი რეაგირება უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოდან. მაგრამ, სახელმწიფოს რეაგირების გარდა, თვითონ საზოგადოებამაც უნდა მისცეს თავისი შეფასება. ეს შეფასება ადეკვატურად უნდა გამოიხატოს ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობებით საარჩევნო უბნებთან”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."