ლევან იზორია - დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები

ლევან იზორია - დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები

დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა მისივე ნათქვამი, რომ მყვინთავ მებრძოლთა კურსები 2011 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, კერძოდ ის, რომ წლების განმავლობაში არ არსებობდა და 2011 წელს დაიწყო მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ამის მიუხედავად არ არსებობდა კონკრეტული პროცედურები, რომლითაც უნდა წარმართულიყო აღნიშნული წვრთნები.

"ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც წვრთნები ეხება თითოეული ადამიანის, ამ შემთხვევაში ჯარისკაცების უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, აუცილებელია არსებობდეს მსგავსი პროცედურები. თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ინსტრუქტორის სერტიფიკატი არ გააჩნდათ იმ პიროვნებებს, ვინც ახორციელებდა ამ წვრთნებს. ხაზგასმით ვამბობ - ინსტრუქტორის სერთიფიკატი და არა მყვინთავის სერტიფიკატი. აქედან გამომდინარე თავდაცვის სამინისტროს უწყებაში დამატებით მოვიკვლიეთ, ამ 6-7 წლის განმავლობაში ოფიციალურად არსებობდა თუ არა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი. სამწუხაროდ, ასეთი ვერსად აღმოვაჩინეთ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."