თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა წვრთნები შეჩერებულია

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა წვრთნები შეჩერებულია

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა კურსების ფარგლებში წვრთნები და ყველა მსგავსი სახის წვრთნები შეჩერებულია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, წვრთნები დროებით შეჩერდება და მოხდება სრული მონიტორინგი, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი შემთხვევები, როგორიც გონიოში დაფიქსირდა.

"ჩემი თვითმიზანი არის ერთადერთი - თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. მე ამაზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყველა მსგავსი წვრთნები დროებით შეჩერდეს, მოხდეს სრული მონიტორინგი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები", - განაცხადა ლევან იზორიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."