ნარმანია "პარტიზანულ მებაღეობაზე": "რა მოხდა მერე, გააგრძელონ შიმშილობა"

ნარმანია "პარტიზანულ მებაღეობაზე": "რა მოხდა მერე, გააგრძელონ შიმშილობა"

"არ ვთვლი, რომ ისეთი ძალა, რომლის უმთავრესი ამოცანაც არის საქმიანობის ხელისშეშლა, უნდა ესწრებოდეს რაიმე სახის შეხვედრას თბილისის მერიაში" - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს "პარტიზანული მებაღეობის" შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუ რატომ არ დაუშვეს "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები თბილისის მერიაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, "პარტიზანული მებაღეობის" წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა მერიისთვის მათი რაციონალური მოსაზრებები მიეწოდებინათ, რაც არ მოხდა.

"მათ ჰქონდათ შესაძლებლობა რაციონალურად ემოქმედათ, მოეწოდებინათ ჩვენთვის წინადადებები, მოსაზრებები, რაც წინა შეხვედრაზე ვერ მივიღეთ, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, თუ მათ ექნებათ ასეთი რამ, თავისუფლად შეუძლიათ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს მიაწოდონ. მე არ ვთვლი, რომ ისეთი ძალა, რომლის უმთავრესი ამოცანაც არის საქმიანობის ხელისშეშლა, უნდა ესწრებოდეს რაიმე სახის შეხვედრას თბილისის მერიაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მერიაში გუშინ გამართულ შეხვედრას დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიას განცხადებით, არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს პრობლემა მერიასთან მუშაობის სხვადასხვა პროცესში ჩაერთოს. "არავის დაუანონსებია, რომ ორგანიზაციებიდან ამ შეხვედრას მხოლოდ თითო წარმომადგენელი დაესწრებოდა", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება იმას, რომ "პარტიზანული მებაღეობის" ცალკეული წევრები მერიასთან შიმშილობას აგრძელებენ, ნარმანიამ აღნიშნა: "რა მოხდა მერე, გააგრძელონ შიმშილობა".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."