გია ვოლსკი ჟურნალისტებს - ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა? - დიახ, მივიღებთ

გია ვოლსკი ჟურნალისტებს - ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა? - დიახ, მივიღებთ

"ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არ გაინტერესებთ? - დიახ, მივიღებთ" - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რა რეჟიმში იმუშავებს პარლამენტი მომდევნო პერიოდის განმავლობაში.

რაც შეეხება ხვალ დაგეგმილ სესიას, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ტექნიკური პრობლემა არსებობს და სხდომა სავარაუდოდ ვერ გაიმართება.

"ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არსებობს, საზოგადოების წინაშეც არ ვიქნებით პირნათელი, თუ დავრაზმავთ გარკვეულ თანხას, დავირაზმებით ქუთაისში და გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა და ამჟამად ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა შეძლოს კონსესუსის მიღწევა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება დაინტერესებულია მისი მანდატის მქონე დეპუტატის მიერ მიღებული სტაბილური გადაწყვეტილებით და არა გადაწყვეტილებების ვერ მიმღები პარლამენტის მსჯელობით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თვალთმაქცობა იქნება, ხვალ რომ სესია გამოცხადდეს, ვერ შედგეს და ახალი სკანდალური თემები წამოიწიოს.

"რელამენტის მიხედვით, დღეს რომ იყოს 7 რიცხვი, პარლამენტი ხვალიდან უკვე ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას ანუ ერთი დღის ამბავია. 8 ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი წყვეტს საქმიანობას. ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი არ იმუშავებს. გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა გაინტერესებთ? - დიახ, მივიღებთ", - აღნიშნა დეპუტატმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."