დავით ბერძენიშვილი - რას ჰქვია პარლამენტმა მუშაობა დაასრულა? რეგლამენტში არ იხედებიან?

დავით ბერძენიშვილი - რას ჰქვია პარლამენტმა მუშაობა დაასრულა? რეგლამენტში არ იხედებიან?

"რას ჰქვია პარლამენტმა მუშაობა დაასრულა? რეგლამენტში არ იხედებიან?" - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ბერძენიშვილმა გია ვოლსკის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

ბერძენიშვილმა ვოლსკის ურჩია, მხოლოდ მისი ფრაქციის სახელით ილაპარაკოს, რადგან "რესპუბლიკელები" ხვალ პარლამენტში მიდიან.

"რას ჰქვია მუშაობა დაასრულა? რეგლამენტში არ იხედებიან? გია ვოლსკიმ ილაპარაკოს თავისი ფრაქციის სახელით, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. არ არიან კონკურენტუნარიანები პარლამენტში და ამიტომაც არ დადიან", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

"ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არ გაინტერესებთ? - დიახ, მივიღებთ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რა რეჟიმში იმუშავებს პარლამენტი მომდევნო პერიოდის განმავლობაში.

რაც შეეხება ხვალ დაგეგმილ სესიას, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ტექნიკური პრობლემა არსებობს და სხდომა სავარაუდოდ, ვერ გაიმართება.

"ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არსებობს, საზოგადოების წინაშეც არ ვიქნებით პირნათელი, თუ დავრაზმავთ გარკვეულ თანხას, დავირაზმებით ქუთაისში და გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა და ამჟამად ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა შეძლოს კონსესუსის მიღწევა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება დაინტერესებულია მისი მანდატის მქონე დეპუტატის მიერ მიღებული სტაბილური გადაწყვეტილებით და არა გადაწყვეტილებების ვერ მიმღები პარლამენტის მსჯელობით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."