ირაკლი ოქრუაშვილი - კახა კალაძე ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის

ირაკლი ოქრუაშვილი - კახა კალაძე ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის

კახა კალაძე, რომელიც სამი წელია ჩემთან ურთიერთობაშია, ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა "TV პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კალაძე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მისი კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნის პროცესს ხელმძღვანელობდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ვიცე პრემიერმა უზრუნველყო არჩევნების შედეგების შეცვლა და მოგებული არჩევნები წააგებინა.

"კახა კალაძე, რომელიც სამი წელია ჩემთან ურთიერთობაშია, ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზციიდან მებრძვის. მაყურებელს რომ კითხვის ნიშანი არ გაუჩნდეს, რა შუაშია კახა კალაძე, მე ერთ ისტორიას მოვყვები. 2013 საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას. მინდოდა, ბიზნესში, ენერგეტიკაში რაღაც პროექტის დაწყება, გორში ქარის წისქვილების დამონტაჟება. შესაბამისი წინადადებით მივმართე მას და მისგან სრული იგნორირება მივიღე. ის ხელმძღვანელობდა უშუალოდ ჩემი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების პროცესს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. ის ხელმძღვანელობდა ამას, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოებში. ის ხელმძღვანელობდა არჩევნებს მთლიანად გორში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას მივაღწიე, ის მომპარეს და წამაგებინეს. ის ხელმძღვანელობდა გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე ჩემი თანაგუნდელის, ილია მეტრეველის გადაყენებას. მან წინასწარვე იცოდა, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, მე არაფერი ასარჩევი აღარ მექნებოდა, თუ არა ის ნაბიჯი, რომელიც გუშინ გადავდგი. მისი მხრიდან ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ სხვანაირად, ლოგიკური ახსნა ამას არ აქვს.

მე "ქართულ ოცნებასთან" საკმაოდ კონსტრუქციული ვიყავი და საკმაოდ მკაფიო გზავნილები მქონდა. არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას და არ ვაპირებდი მათ თამაშში შუაში ჩადგომას. მაგრამ თუ იქნებოდა გადაყენებული ჩემი თანაგუნდელი, მე სხვა არაფერი მრჩებოდა. გუშინ გადააყენეს ჩემი თანაგუნდელი და მე სხვა გზა აღარ დამრჩა. ყველანაირი წითელი ხაზი გადაიკვეთა",- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."