მიდიხართ თუ არა არჩევნებზე? - გამოკითხვის შედეგები

მიდიხართ თუ არა არჩევნებზე? - გამოკითხვის შედეგები

"მედია პალიტრის" ვებ-გვერდებზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე 79591 მკითხველის 66,3 % 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას გეგმავს.

გამოკითხვაში - მიდიხართ თუ არა არჩევნებზე? – ipn.ge-ზე, kvirispalitra.ge-ზე, bpn.ge-ზე, ambebi.ge-ზე, palitratv.ge-ზე, mshoblebi.ge-სა და marao.ge-ზე მონაწილეობა 79 591-მა მკითხველმა მიიღო, საიდანაც 66,3 % არჩევნებზე მიდის, 20,8 % არ მიდის, 12,9 %-მა კი "არ იცის".

რაც შეეხება მონაცემებს ცალკეული ვებ-პორტალების მიხედვით, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ხმის მიცემის შესაძლებლობით სულ 9658-მა მკითხველმა ისარგებლა, საიდანაც 81,43 % არჩევნებზე წასვლას გეგმავს, 10,87 % - არა, 7,71 %-მა კი "არ იცის".

kvirispalitra.ge - ზე გამოკითხვაში მონაწილეობა 3666-მა მკითხველმა მიიღო. მათგან 67,88 %-მა შეკითხვაზე: მიდიხართ თუ არა არჩევნებზე? - აირჩია კატეგორია "დიახ", 20,39 %-მა - "არა", ხოლო 11,74 %-მა არ იცის.

bpn.ge - გამოკითხვაში ჩაერთო 693 მკითხველი, საიდანაც 70,14 % არჩევნებზე წასვლას გეგმავს, 17,61 % - არა, 12,25 %-მა კი არ იცის.

ambebi.ge – 19 578 მკითხველიდან 69,08 %-ის განცხადებით, არჩევნებზე მიდის, 19,07 % 8 ოქტომბერს არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, 11,85 %-მა კი არ იცის.

palitratv.ge – გამოკითხვაში მონაწილე 5627 მკითხველიდან 64,9 %-მა აირჩია კატეგორია "დიახ", 22,45 %-მა - კატეგორია "არა", ხოლო 12,65 %-მა კატეგორია "არ ვიცი".

mshoblebi.ge-ს შემთხვევაში გამოკითხვაში ჩაერთო 9193 მკითხველი, საიდანაც 56,96 % აცხადებს, რომ არჩევნებზე მიდის, 25,3 % არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, 17,74 %-მა კი არ იცის, ხოლო marao.ge-ზე გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 4411-მა მკითხველმა, საიდანაც 53,86 %-ის თქმით, არჩევნებზე წასვლას გეგმავს, 29,96 %-ის განცხადებით კი - არა. 16,18 %-მა ამ შემთხვევაშიც არ იცის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."