კალაძე: "ზიდანი, რონალდო, რონალდინიო ამბობდნენ კალაძე ფეხს მიდებსო და უხერხულია ამ ადამიანების და ოქრუაშვილის შედარება"

კალაძე: "ზიდანი, რონალდო, რონალდინიო ამბობდნენ კალაძე ფეხს მიდებსო და უხერხულია ამ ადამიანების და ოქრუაშვილის შედარება"

"ზიდანი, რონალდო, რონალდინიო აკეთებდნენ ხოლმე ანალოგიურ განცხადებებს, კალაძე ფეხს მიდებსო და ვფიქრობ უხერხულია ამ ადამიანების და ოქრუაშვილის შედარება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

ვიცე-პრემიერმა ირაკლი ოქრუაშვილს არშემდგარი ადამიანი უწოდა.

"ოქრუაშვილისგან მოვისმინე გუშინ - კალაძემ ფეხი დამიდოო. ანალოგიურ განცხადებებს, მახსოვს როდესაც სპორტში ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი, ზიდანი, რონალდო, რონალდინიო აკეთებდნენ ხოლმე, კალაძე ფეხს მიდებსო და ახლა ვფიქრობ, უხერხულია ამ ადამიანების ერთმანეთთან შედარება. ოქრუაშვილი არშემდგარი ადამიანია და არაა საინტერესო, არც მისი აწმყო, არც წარსული და არც მომავალი", - განაცხადა კახა კალაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრმა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ კახა კალაძე მას ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან ებრძვის. მისი თქმით, კალაძე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მისი კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნის პროცესს ხელმძღვანელობდა და მანვე უზრუნველყო არჩევნების შედეგების შეცვლა და მოგებული არჩევნები წააგებინა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

LIVE: "360 გრადუსი" - ნინო ბურჯანაძე

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"