ბიძინა ივანიშვილი - ისე ღირსეულად წავედი პოლიტიკიდან, რომ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ ნახოთ

ბიძინა ივანიშვილი - ისე ღირსეულად წავედი პოლიტიკიდან, რომ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ ნახოთ

ისე ღირსეულად წავედი პოლიტიკიდან, რომ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ ნახოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"რასაც ეძახიან წასვლას, ისეთი წასვლა არ შედგება. პოლიტიკიდან მე წავედი და წავედი გახსნილად და გამოვაცხადე, როგორ წავედი. მე ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას, ამასთან აიგივებენ, ამის სურვილი აქვთ ოპონენტებს, რომ როგორმე იქნებ ქვეყნიდან წავიდე და დავაცადო ის ძველი "ტაშ-ფანდურა", რომ უნდათ დააბრუნონ. პოლიტიკიდან, ჩემი აზრით, ღირსეულად წავედი, მიუხედავად იმ კითხვებისა, რომელსაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ბევრი პოლიტიკოსი სვამს. ისე ღირსეულად წავედი, რომ შეიძლება მსოფლიო ისტორიაში ვერ ნახოთ. მე ვაჩვენე, რომ არ მქონდა პოლიტიკაში ყოფნის სურვილი, მაგრამ დასჭირდა ჩემს ქვეყანას, მოვედი, თავი გავწირე, გადავდე, გადავალაგე, გავუშვი ის მოძალადე ხელისუფლება და გავყევი, წავედი პოლიტიკიდან. ამით ვაჩვენე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი ამბიცია", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, მინიმალური მონაწილეობა მაინც მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

"ახლა ერთი სული აქვთ იქნებ ქვეყანას გავეცალო, რამეთუ მე მოსახლეობაში მაქვს გარკვეული ავტორიტეტი. მე ვარ დღეს მოქალაქე, დავრჩები მოქალაქედ, ყველა მოქალაქეს ვალდებულებაც კი აქვს, რომ მინიმალური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში. ვის რამდენი შეუძლია, იმდენი მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისი ქვეყნის განვითარებაში და ყველაზე ცოტა - უნდა მოვიდეს არჩევნებზე. ეს არის მინიმალური ვალდებულება და ვალდებულების განცდა ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არჩევნებზე მივიდნენ.

იხილეთ ვიდეო