სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი - პოლიტიკოსების გაშუქების კუთხით "ინტერპრესნიუსი" ობიექტური და მიუკერძოებელია

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი - პოლიტიკოსების გაშუქების კუთხით "ინტერპრესნიუსი" ობიექტური და მიუკერძოებელია

პოლიტიკოსების გაშუქების კუთხით "ინტერპრესნიუსი" ობიექტური და მიუკერძოებელია და საიტზე ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევების შემთხვევები არ გვხვდება, - ამის შესახებ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა გიორგი ჯოლოგუამ განაცხადა, რომელიც ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებზე მონიტორინგს ახორციელებდა.

"პრესაში გვხვდება ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევები, ეს არ ეხება მონიტორინგის ქვეშ არსებულ ყველა გაზეთს, მაგრამ რამდენიმე მათგანში სისტემატურად გვხვდება სიძულვილის გამომხატველი ფრაზები, არის ფაქტები ცალმხრივად გაშუქებისა, არის დაუსაბუთებელი მსჯელობა ჟურნალისტების მხრიდან. ონლაინ მედიაში ეს ნაკლებად შეინიშნება, ისინი ცდილობენ, ობიექტურად გაშუქდეს მიმდინარე მოვლენები, ონლაინ გამოცემებში ნაკლებად გვხვდება შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია", - განაცხადა ჯოლოგუამ.

შენიშვნა, რომელიც არასამთავრობოებს ონლაინგამოცემებთან აქვთ, არის ის, რომ გაფორმებული აქვთ კომერციული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებების ფარგლებში მითითების გარეშე ხდება ინფორმაციის საიტებზე განთავსება.

ჯოლოგუას თქმით, გამოცემებს მითითებული არ აქვთ, რომ ეს არის ანაზღაურების თუ სხვა სარგებლის შედეგად გამოქვეყნებული მასალა, რაც სერიოზული პრობლემაა.

რაც შეეხება უშუალოდ "ინტერპრესნიუსს", ჯოლოგუას განმარტებით, ის ერთ-ერთი ვებ-გვერდია, რომელიც უთითებს, რომ ესა თუ ის მასალა ხელშეკრულების ფარგლებში განთავსდა, "თუმცა მხოლოდ ინგლისური აბრევიატურით, რაც საკმარისი არ არის".

"ვერ მოვთხოვთ ყველა მკითხველს, რომ ტერმინი გაიგოს. რადგან ამას აწერს, შეუძლია, ბარემ მიუთითოს, რომ მასალა არის რეკლამა. პოლიტიკოსების გაშუქების თვალსაზრისით, "ინტერპრესნიუსი" ობიექტურად და მიუკრძოებლად აშუქებს და ასევე ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევები არ გვხვდება", - განაცხადა ჯოლოგუამ.

რაც შეეხება მედია პალიტრის სხვა გამოცემებს, ჯოლოგუას თქმით, "კვირის პალიტრა" იცავს მედია სტანდარტებს, რაც შეეხება "ambebi.ge"-ს, "allnews.ge"-ს და "palitratv.ge"-ს, ჯოლოგუას განმარტებით, მედიამონიტორინგის დასაწყისში აღნიშნულ საიტებზე ჭარბობდა საპარლამენტო ოპოზიციის ნეგატიური გაშუქება, თუმცა ახლა აღნიშნული გამოცემები ობიექტურად აშუქებენ მოვლენებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."