"ეს არის რეპრესიის მანქანა და ახალგაზრდების შანტაჟის მექანიზმი" - თინა ხიდაშელი ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკაზე

"ეს არის რეპრესიის მანქანა და ახალგაზრდების შანტაჟის მექანიზმი" - თინა ხიდაშელი ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკაზე

ჩვენი საარჩევნო დაპირებაა სრული დეკრიმინალიზაცია არა მარტო მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების, არამედ ყველა იმ აბსურდული დანაშაულის, რომელიც გამოყენებულია საბჭოური ყაიდის პოლიციის მიერ როგორც რეპრესიის მანქანა და ახალგაზრდების შანტაჟის მექანიზმი, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა".

"ეს ჩემთვის პირადად ძალიან მტკივნეული თემაა. სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ რომ არც მანამდე იყო ამ კუთხით ლიბერალური რეჟიმი და საქართველოს დამოუკიდებლობის თანმდევ პრობლემად იქცა მიუხედავად იმისა ხელისუფლებაში ვინ მოდიოდა. ამიტომ ვინმემ რომ არ თქვას სად იყავით აქამდე და დემურ სტურუას მკვლელობის შემდეგ გაგახსენდათ ამბავიო- მე უბრალოდ მინდა გთხოვოთ 2012 წლის 18 თებერვლის ჩემი გამოსვლა ნახოთ პარლამენტში, ამის შემდეგ იყო ბევრი ეთერი, სადაც ვითხოვდი საკანმომდებლო ინიციატივის ფორმატში ძალიან მარტივ კითხვას ვსავმდი და ვამბობდი ან ყველა უნდა ჩავსვათ ციხეში ან საერთოდ უნდა მოვხსნათ ეს დანაშაული. "რესპუბლიკელების" მოთხოვნა იყო ამნისტია სრულად შეხებოდა 260-ე მუხლით გასამართლებულ ადამიანებს და კანონში ასახულიყო არადასჯადი ქმედება და მომხდარიყო დეკრიმინალიზაცია.

ბრალდებები რომელსაც ჩვენ გვიყენებენ, თითქოს ეს თემა წინასაარჩევნოდ გაგვახსენდა, უსაფუძლო და უსამართლოა. სამწუხაროდ ყველაფერი გააკეთა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინიტრმა იმისთვის, რომ ამ იდეის რეალიზება არ მომხდარიყო. ჩვენ ვფიქრობთ უნდა გაუქმდეს ყველა ის მუხლი, რომელიც გამოყენებულია აბსურდული დანაშაულებისთვის, რომელიც გამოყენებულია საბჭოური ყაიდის პოლიციური სისტემის მიერ, როგორც რეპრესიების მანქანა და ახალგაზრდების შანტაჟის მექანიზმი," -აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."