"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან"

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან"

პარტია "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისა და კონტრაქციების მოწყობისგან".

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით პროვოკაციების მასშტაბი დიდი არ არის, თუმცა დინამიკა მზარდია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციების განსაკუთრებული კონცენტრაცია შეიმჩნევა სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში და აჭარაში, სადაც პარტია "ქართული ოცნების აქცივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.

"3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ ქვარაიას ზუგდიდში ჰქონდა მოსახლეობასთნ შეხვედრა, სადაც მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია და მისი აქტივისტები. მათ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვასა და პროვოკაციულ ქმედებებში. გარდა ამისა, 6 სექტემბერს ზუგდიდში ჩვენს მეორე კაბდიდატს, ედიშერ თოლორაიას ჰქონდა შეხვედრა ანაკლიაში მოსახლეობასთან, სადაც მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ცხადაია და სხვები. ისინი გამოირჩეოდნენ ლანძღვითა და პროვოკაციული მოქმედებებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბათუმში. პარტიის ორ კანდიდატს, ფატი ხალვაშსა და ვახტანგ წულაძეს ჰქონდა შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს ყოფილი წევრი ნაზი ფუტკარაძე და ვინმე ივანიძე, რომელიც ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილია.

"მათ ადგილზე მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ ამის ამსახველი ვიდეოკადრები. იქ გაისმა ერთ-ერთი ფრაზა, ივანიძემ დასძინა, რომ კონკრეტული ადამიანები ღირსები იყვნენ ცოცხების და „დუბინკების". იქ გაისმა ასეთი მძიმე ფრაზა, ამას მოჰყვა ჩვენი აქტივისტების მხრიდან რეაქცია, თუმცა ეს იყო ღირსეული. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და ღირსეული პასუხით შემოიფარგლნენ. ვიდრე სანდრა რულოვსის პირით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ „დუბინკები" და ცოცხები აღარ იქნება, მათი თანაპარტიელები ამის საპირისპიროში გვარწმუნებენ და გუშინდელი ფრაზაც ამის დასტურია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის მარგინალური პოლიტიკური ძალა.

"ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მათ, როგორც მარგინალური ოფრმებით შეეძლოთ ქვეყნის მართვა, ასევე მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეუძლიათ მათ ოპოზიციის რანგში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და თავიანთი კამპანიის წარმოება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან მოუწოდა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და კონტრაქციების მოწყობიდან.

"ჩვენ არც ერთი კონტრაქცია არ მოგვიწყვია არც ერთი ოპონენტის წინააღმდეგ და იმავესკენ მოვუწოდებთ ოპონენტებს", - განაცხადა კობახიძემ და :ქართული ოცნების" აქტივისტებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."