გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო აფასებს ყველა მუსლიმის წვლილს ერთიანი, ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო აფასებს ყველა მუსლიმის წვლილს ერთიანი, ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი თბილისის მეჩეთში იმყოფებოდნენ, სადაც პრემიერმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

"გილოცავთ ყურბან ბაირამის დღესასწაულს. ეს დღე არის მართლაც ძალიან დიდი დღე ყველა მუსლიმისთვის. ეს არის ხვალინდელი დღის იმედის, ერთმანეთის თანადგომის, მშვიდობის დღესასწაული. ამ დღეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მუსლიმები ეხმარებიან ყველა მათ გარშემო მყოფს, განურჩევლად რელიგიისა. სწორედ ასეთმა თანადგომამ შეინარჩუნა ის უმდიდრესი კულტურა ჩვენი ერთ ქვეყანაში თანაცხოვრების, რომლითაც საქართველო ნამდვილად მდიდარია. საქართველო აფასებს ყველა მუსლიმის წვლილს ერთიანი, ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში და ჩვენი მოწოდებაც გახლავთ ის, რომ ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანს მიეცეს მისთვის ის პირობები, რომ ილოცოს და ღმერთთან ისაუბროს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."