ბანის "ნაციონალური" და "ტაბულა ბიცოლას" რუსული "ვნებები", ანუ იყიდა თუ არა გიორგი ბარამიძემ პალტო?!

ბანის "ნაციონალური" და "ტაბულა ბიცოლას" რუსული "ვნებები", ანუ იყიდა თუ არა გიორგი ბარამიძემ პალტო?!

გასული კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრება როგორც ყოველთვის "საინტერესო მოვლენებით" დახუნძლული აღმოჩნდა. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა საარჩევნო სიებზე მუშაობა დაასრულეს და საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინეს, რომლებიც "მზის ქვეშ" ადგილისთვის, ანუ დეპუტატობის მანდატებისთვის იბრძოლებენ.

ორი დღის წინ გავარკვიე, რომ ჩვენს ქვეყანაში არც მეტი და არც ნაკლები 220 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული. ყურებს არ დავუჯერე. გადავამოწმე და სრული სიმართლე აღმოჩნდა. ამ სფეროში გინესის რეკორდების წიგნში ვართ შესაყვანი და ვეჭვობ, მსოფლიოში ვინმემ ეს "რეკორდი" ოდესმე "გააუმჯობესოს". შედარებისთვის სხვა ქვეყნებში დარეგისტრებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობას მოგიყვანთ.

სომხეთი - 38, აზერბაიჯანი - 31, ესტონეთი - 9, რუსეთი - 48, უკრაინა - 40, ესპანეთი - 40, აშშ-32, იტალია - 48, დიდი ბრიტანეთი - 33, თურქეთი - 37, გერმანია - 37, საფრანგეთი - 23, საბერძნეთი - 41.

მაინც რა მაგიური მიზიდულობა გააჩნია პოლიტიკოსობას, ლამის ნახევარი საქართველო მომავალ პარლამენტში მოხვედრას რომ ცდილობს. "ცივილიზებულ სამყაროში" პოლიტიკოსობას მისი პრესტიჟულობის გამო ეტანებიან, განსხვავებით ჩვენი ქვეყნისა, სადაც იგივე პარლამენტარის სტატუსი ძალაუფლებას, ფულსა და უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავს.

დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის არსებობის ისტორიაში არ მახსოვს დეპუტატი რომელიც საკუთარ მატერიალურ სიდუხჭირეზე იწუწუნებდა. თუმცა... ერთი შემთხვევა მაინც გამახსენდა.

ნება მომეცით წარსულში დაგაბრუნოთ. ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძის სახელი კარგადაა ცნობილი. გაგიკვერდებათ და ამ პიროვნებას ჯერ კიდევ 1997 წელს მატერიალურად "საკმაოდ უჭირდა". დეპუტატის ხელფასს კი იღებდა, მაგრამ ეს თანხა მისთვის ალბათ საკმარისი არ იყო. იმხანად პერსპექტიულმა და ახლადგამოჩეკილმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე მთელ საქართველოს შეაცოდა, - ბარამიძემ ზამთარში პალტოც ვერ იყიდაო. ეს ინფორმაცია მონაგონი არ გახლავთ, იმჟამინდელი ერთ-ერთი გაზეთიდან ამოვიღე.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. იმედია, ბარამიძემ არაერთი პალტოც შეიძინა და მატერიალურადაც აღარ უჭირს.

კვირის მეორე "ხმაურიანი" მოვლენა გიორგი ხაინდრავას მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმის "ჰეროკრატია" სატელევიზიო პრემიერა გახლდათ. სურათმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რასაკვირველია, ნაწილი აქებს, მეორე ნახევარი კი დაუნდობლად აკრიტიკებს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის შესახებ მსგავსი ფილმის გადაღება აუცილებელი იყო, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია მისი უშუალოდ არჩევნების წინ დემონსტრირება?!

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."