გიორგი კვირიკაშვილი დემურ სტურუას საქმეზე

გიორგი კვირიკაშვილი დემურ სტურუას საქმეზე

გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა რა არის სიმართლე, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გოდერძი თევზაძის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ის წინასწარი კომენტარებისგან თავს შეიკავებს.

"ძალიან კარგია რომ ის დღეს არის დაკავებული. მას აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი უფლებები.

რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა რა არის სიმართლე. ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა. გუშინ საღამოს ის დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ სტურუას თვითმკვლელობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."