"სოფლის მოსახლეობა გააფრთხილეს, თუ ჩემთან შეხვედრაზე გამოვლენ, გზას აღარ დააგებენ" - სანდრა რულოვსის ბრალდება და გამგებლის პასუხი

"სოფლის მოსახლეობა გააფრთხილეს, თუ ჩემთან შეხვედრაზე გამოვლენ, გზას აღარ დააგებენ" - სანდრა რულოვსის ბრალდება და გამგებლის პასუხი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ხელისუფლებას მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც რულოვსმა სოფელ გრიგოლიშში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ გვიან ღამით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ თუ სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე მივიდოდნენ, სოფელში დაწყებული გზის მშენებლობა შეჩერდებოდა.

"თქვენ ხედავთ, რომ შეხვედრაზე ცოტა ხალხია მოსული, ეს არა იმიტომ, რომ აქ ცოტა ოჯახი ცხოვრობს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის წევრები მოვიდნენ წუხელ ამ სოფელში და უთხრეს მოსახლეობას, რომ თუ შეხვედრაზე მოვიდოდნენ, გზას აღარ დააგებდნენ გრიგოლიშში. ასეთი სულელური მიდგომებით ძალიან დავიღალე უკვე. ხალხიც მგონი მიხვდა, რომ მსგავსი მიდგომებით ვერაფერს მიაღწევენ" - განაცახადა რულოვსმა.

"ნაციონალური" მოძრაობის კანდიდატის ბრალდებას გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა წოწერია. იგი ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ ყველა დაწყებული პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება.

"რულოვსი სხვა სოფლებშიც იყო და ჩაატარა შეხვედრები, თუმცა დაწყებული პროექტები არსად შეჩერებულა. ეს ინფორმაცია ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია", - აღნიშნა წოწერიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."