ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალებზე" - "რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა, რომ რევოლუცია მოახდინონ"

 ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალებზე" - "რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა, რომ რევოლუცია მოახდინონ"

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად მობილიზაცია უნდა გააკეთოს, რათა "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციები თავიდან აიცილოს" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რაჭაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობამ" იცის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ და ისინი ცდილობენ რევოლუციით რაიმე მოახდინონ.

"კუთხეში არიან შეყრილები. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის. 46 კაცი ყავდათ პარლამენტში და ახლა მათთვის კარგი შედეგი 10 კაცია. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ერთადერთი რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა, რომ რაიმე რევოლუცია მოახდინონ. ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად გვმოძღვრავს. თავისუფალი ტელევიზიის "რუსთავი 2-ის" დირექტორიც ნახეთ რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. შესაბამისად, ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ. პროვოკაციები იქნება, მაგრამ იქნება მინი, პატარა პროვოკაციები", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."