აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბესო ხუციშვილმა ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები პერფორმანსის გამართვას აპირებდნენ.

როგორც დაშავებულის ახლობლები აცხადებენ, ის არის ნარკოდამოკიდებული და მის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათივე განცხადებით, ხუციშვილი სხვადასხვა ტიპის ზეწოლაზე საუბრობს.

თავად ხუციშვილს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. გამოძახებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ისინი ამ წუთებში ოქმს ადგენენ.

იხილეთ ინციდენტის ამსახველი ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."