რამდენი ლარი აქვს პირად ანგარიშზე პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილის განახლებული დეკლარაცია

რამდენი ლარი აქვს პირად ანგარიშზე პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილის განახლებული დეკლარაცია

82 800 ლარი ყოველწლიური ხელფასი და 9 035 ლარი ანგარიშზე - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფინანსური მდგომარეობა 2016 წლის 13 აგვისტოს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით.

წინა წლის დეკლარაციისგან განსხვავებით, რომელიც 2015 წლის 7 აგვისტოს იყო შევსებული, პრეზიდენტის დეკლარაციაში მხოლოდ ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა. უძრავი ქონების სახით კი მის საკუთრებაში კვლავ დუშეთში არსებული მიწის ნაკვეთია - 4462 კვ.მეტრის ფართობის, ასევე დუშეთში მდებარე ორი საცხოვრებელი სახლი - 200 და 40 კვ.მ-ის ფართობის. პრეზიდენტის საკუთრებაშია 120 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, იაშვილის ქუჩაზე.

რაც შეეხება მაკა ჩიჩუას, პრეზიდენტის მეუღლის ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში 326 ლარი, 378 დოლარი და 576 ევრო ირიცხება. აღსანიშნავია, რომ ანგარიშები პირველ ლედის "ბანკ ქართუში" აქვს გახსნილი. უძრავი ქონების სახით კი ჩიჩუას სახელზე რეგისტრირებულია თბილისში, ლერმონტოვი-ჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე 70 კვ.მ-ის საცხოვრებელი ბინა  განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."