დავით ნარმანია - ჩვენზე ღია ხელისუფლება ბოლო 10 წელია ქალაქს არ ჰყოლია

დავით ნარმანია - ჩვენზე ღია ხელისუფლება ბოლო 10 წელია ქალაქს არ ჰყოლია

ჩვენზე ღია ხელისუფლება ბოლო 10 წელია ქალაქს არ ჰყოლია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა პრეზენტაციის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებს "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი ორგანიზაცია უწოდა.

დავით ნარმანიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი ორგანიზაციები "საპროტესტო აქციებით და სხვა უხეში გამოხტომებით" ცდილობენ საქმიანობაში ხელი შეუშალონ.

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, არ ვუგდებთ მათ ყურს, ვინაიდან მათი მთავარი ამოცანა არ არის საქმის კეთება და კონსტრუციული დიალოგი. ორგანიზაციასთან, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ ვთანამშრომლობთ, ოღონდ ეს უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში და არა ხელისშეშლის ფორმატში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რატომ გაიმართა პრეზენტაცია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში და არა დასმულ კითხვებზე პასუხი.

"ჩვენ სადაც ჩავთვლით მიზანშეწონილად, იქ გავაკეთებთ პრეზენტაციას და არა ერთი პრეზენტაცია გაიმართება კიდევ აქაც, საკრებულოში, რაიონულ გამგეობებში, ასე რომ ჩვენზე ღია ხელისუფლება ბოლო ათი წელია ქალაქს არ ჰყოლია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერის ორწლიანი ანგარიშის დაწყებამდე საპრეზენტაციო დარბაზში ინციდენტი მოხდა. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ბესო კალაძე და ირაკლი ქომეთიანი ცდილობდნენ მერისგან მიეღოთ პასუხები იმ პრობლემებზე, რომელიც ქალაქშია დაგროვილი. "თავისუფალი ზონის" წევრები საპრეტენზაციო დარბაზიდან დავით ნარმანიას დაცვის წევრებმა გაიყვანეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."