ნუგზარ წიკლაური - სოფელ გამარჯვებაში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თანამშომლებს თავს დაესხნენ

ნუგზარ წიკლაური - სოფელ გამარჯვებაში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თანამშომლებს თავს დაესხნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სოფელ გამარჯვებაში მათი პარტიის საარჩევო შტაბის თანამშომლებს თავს დაესხნენ.

"რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" დანით შეიარაღებული აქტივისტები სოფელ გამარჯვების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბში შეიჭრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრ ნიკა მჭედლიძეს. საგულისხმოა, რომ თავდამსხმელები ლაშა ხაჭვანი და გივი ჩილაშვილი "ქართული ოცნების" ის აქტივისტები არიან, რომლებიც ორი დღის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პლაკატებს ხევდნენ. ამ შემთხვევის პარალელურად თავდამსხმელთაგან ერთ-ერთის, გივი ჩილაშვილის მამა, დაზარალებულ ნიკა მჭედლიძის დას ქუჩაში თავს დაესხა, ის ნაცემია, და ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, დღეს დილით "ქართულმა ოცნებამ" მემორანდუმი გამოაქვეყნა და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, შეერთებოდნენ მას. ამ მემორანდუმის ძირითადი სულისკვეთება არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და ძალადობისგან თავის არიდებაა. წიკლაურის განცხადებით, მემორანდუმის გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში კი, "ქართულმა ოცნებამ" შეიარაღებული პირები ოფისში შესაჭრელად გააგზავნა, რათა მათ მომხრეებს თავს დასხმოდნენ.

"მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და "ქართული ოცნების" ლიდერებს, შეაჩერონ ძალადობა, რომლის ძირითადი ინსპირატორი "ქართული ოცნებაა". მოვუწოდებ, სასწრაფოდ დააკავონ ლაშა ხაჭვანი, გიული ჩილაშვილი და აგრეთვე გიულის ჩილაშვილის მამა ვაჟა ჩილაშვილი და ამით მაინც დაამტკიცონ, რომ ერთგულები არიან ამ მემორანდუმის მიმართ. თუ ეს ყაჩაღები დარჩებიან დაუსჯელები, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ "ქართული ოცნება" პირდაპირი ინსპირატორი იქნება იმ ძალადობის, რომელიც ჩვენს ქუჩებსა და პოლიტიკურ სივრცეშია. "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა და მიზანი საარჩევნო პროცესის ჩაშლაა", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."