გიორგი მარგველაშვილი - მე ჩემს არჩევანს გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, რას მეტყვიან პოლიტიკოსები

გიორგი მარგველაშვილი - მე ჩემს არჩევანს გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, რას მეტყვიან პოლიტიკოსები

მე, როგორც ამომრჩეველი 7 ოქტომბრამდე დეტალურად დავაკვირდები პროგრამებს, შეხედულებებს და მაშინ გავაკეთებ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის დააკვირდება პარტიების ეკონომიკურ პროგრამებს, საგარეო პოლიტიკურ პოზიციას.

"მე ჩემს არჩევანს გავაკეთებ გამომდინარე იქიდან, რას მეტყვიან პოლიტიკოსები, რანაირად აპირებენ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას და გაუმჯობესებას, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ეს ნაწილი სერიოზულ რეფორმირებას მოითხოვს. მე მაინტერესებს კონკრეტულად როგორ დამანახებენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები რა ტიპის ეკონომიკურ პროგრამას გაატარებენ და როგორ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკის გაჯანსარებისთვის და იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ეს თავის მხრივ ნიშნავს სპეციფიურად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, დავაკვირდები რა პოლიტიკურ პოზიციას შემოგვთავაზებენ საგარეო პოლიტიკური კუთხით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."