სენატორი - საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდადაა დამოკიდებული სამართლიანი არჩევნების პლურალისტულ მედია გარემოში ჩატარებაზე

სენატორი - საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდადაა დამოკიდებული სამართლიანი არჩევნების პლურალისტულ მედია გარემოში ჩატარებაზე

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. აღნიშნული განცხადება კონგრესის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, განასაკუთრებით ყურადსაღებია საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ამერიკელი სენატორი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო და მოუწოდებს რუსეთს, შესარულოს 2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.

"საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო მეგობარი და ერთგული პარტნიორია. მე მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და მინდა მივულოცო ქართველებს ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც მათ მიაღწიეს დემოკრატიისა და ეკონომიკის დარგში. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე გრძელდებოდა. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია საქართველოსთან არსებული მყარი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში. ამ ქვეყნის შეიაღებული ძალები მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ხვედრითი წილი NATO-ს ყველა სხვა არაწევრ სახელმწიფოებზე მაღალია.

ჩემთვის ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს ამ მისიებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილსა და გაღებულ მსხვერპლს. მნიშვნელოვანი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში განვითარებას განაგრძობს.

ჩვენს შორის არსებული ორმხრივი პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება მიმდინარე ერთობლივი რეგიონალური ღონისძიებების, მათ შორის ევროპული მზაობის ინიციატივისა და თავდაცვის შესახებ ივლისში ხელმოწერილი ხელშეკრულების მეშვეობით. ერთობლივი უსაფრთხოების განმტკიცების, საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და რეგიონალური და მსოფლიო უშიშროების უზრუნველსაყოფად, აშშ და საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამ თვალსაზრისით, მე გამოვთქვამ შეშფოთებას იმის, გამო, რომ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და მჯერა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

აშშ უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. იგი ეხმარება საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროპულ ინსტიტუტებთან სრულ ინტეგრაციაში. საქართველო ემზადება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის - ეს ქვეყნის სამოქალაქო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესებისათვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდადაა დამოკიდებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პლურალისტულ მედია გარემოში ჩატარებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების იმპლემენტაციის სფეროში პროგრესის შენარჩუნება საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით ეხება მართლმსაჯულების სფეროს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებას და დაარწმუნებს საქართველოს მოსახლეობას, რომ მათი ხელისუფლება მათთვის მუშაობს. პროგრესი სირთულეების გარეშე არ მიღწეულა, თუმცა ქართველი ერის თავდადებამ საქართველო აქცია რეგიონის გამორჩეულ ქვეყნად და აშშ-ს მნიშვნელოვან პარტნიორად. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა და ხაზი გავუსვა ახლო პარტნიორობის გაგრძელების მნიშვნელობას“, - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინიმ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ვინმეს ზედმეტი ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ადგილზე მოსვა - ასე ექცევა მიშა მელიას" - აქვს თუ არა ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერად ქცევის შანსი?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom