ვალუტის კურსი
04/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
სად ყიდულობთ არა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს?
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
11:48 / 10-03-2010
საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა
Ambebi.Geსაქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან Podesta Group (PG)  ექვსთვიანი შეთანხმება გააფორმა, რომელიც  ამერიკის მთავრობაში საქართველოს ინტერესების დაცვას ითვალისწინებს - იტყობინება რუსული მედია Civil Georgia-ზე დაყრდნობით.

 

ამერიკის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქართველოს ლობირებისთვის კომპანია 300 ათას დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, ფირმა ორგანიზებას გაუკეთებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს ამერიკელ კონგრესმენებთან და ჩინოვნიკებთან.

ინფორმირებულმა წყარომ საქართველოს მთავრობაში ”კომერსანტს” დაუდასტურა ინფორმაცია ლობისტურ კომპანასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და მის ტექსტსაც გაეცნო. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მის კონფიდენციალობას ითვალისწინებს. გამორიცხული არ არის, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.

2010 წლის 12 იანვრით დათარიღებულ კონტრაქტს ხელს აწერს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი  და ლობისტური კომპანიის გენერალური დირექტორი კიმბერლი ფრიტსი. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში იგი 3 თებერვალს არის რეგისტრირებული. საქართველოს გარდა კომპანიის კლიენტები არიან იაპონია და ჰონგკონგი, ასევე BP, Google, Heineken, Lockheed Martin и Wal-Mart.

გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, ლობისტური კომპანიის ძალისხმევით, უკვე მიღწეულია წინასწარი მოლაპარაკება უახლოეს ხანში ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტის თაობაზე.

Podesta Group 1980-იან წლებში ძმებმა ტონი და ჯონ პოდესტებმა დააფუძნეს. ეს უკანასკნელი კომპანიას უდგას სათავეში. ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ,  იგი გარდამავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

2010 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებასთან საქართველოს ინტერესების ლობირების მიზნით,  საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულებები გააფორმა ასევე ლობისტურ კომპანიასთან Gephardt Group.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
10:57 / 03-09-2010  Image ტაჯიკეთში აფეთქება მოხდა
დაჭრილია 20 მილიციელი, არიან დაღუპულებიც. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა, რომელიც დანაღმული ავტომობილით შენობაში შეიჭრა
14:03 / 03-09-2010  Image NASA მზეზე ექსპედიციას გეგმავს
NASA მზისკენ მნიშვნელოვანი ექსპედიციის სამზადისს შეუდგა. ეს მსოფლიო კოსმონავტიკაში მზესთან ასეთ მანძილზე მიახლოების პირველი მცდელობა იქნება
10:27 / 03-09-2010  Image ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე სექსუალურ სახეებად ჯესიკა ალბა და ნატალი პორტმანი აღიარეს
იტალიის მასმედიის წარმომადგენლებმა ვენეციის 67-ე კინოფესტივალის ყველაზე სექსუალური მონაწილეები და სტუმრები დაასახელეს