"ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი..." - რას წერს სააკაშვილი ხაინდრავას "ჰეროკრატიაზე"

"ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი..." - რას წერს სააკაშვილი ხაინდრავას "ჰეროკრატიაზე"

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე გოგა ხაინდრავას მრავალსერიან ფილმს "ჰეროკრატიას" ეხმაურება. ოდესის გუბერნატორი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოსტს აზიარებს, რომელშიც გვარამია წერს: "ისა და, 38 მილიონს რო დახარჯავ, გოგა ხაინდრავას ანდობ, ხეროკრატიას გადააღებინებ, როგორც მთავარ საარჩევნო ბომბს... ხომ უნდა თქვა ბოლოს და გამოთქმით: "იმიტომ რომ მე ვარ დებილი, ესაა ჩემი კომენტარი."

სააკაშვილი ხაინდრავას სერიალს "მასზე მომზადებულ პორნოფილმს" უწოდებს:

"უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი იწუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა "გააძროს" "ოცნების" დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისათვის. ისე, ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისათვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა.

ჩვენი პერიოდი, საქართველოს ისტორიაში, დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ბოლო 4 წლის გაუგებრობა, კი მართლაც, როგორც რუსები იტყვიან ХЕРократия იყო" - წერს ოდესის გუბერნატორი.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, 6 სექტემბრიდან "იმედის" ეთერში, გოგა ხაინდრავას ფილმის "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო. მრავალსერიანი ფილმის ავტორების თქმით, იგი  "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე არის გადაღებული და რეალურ ფაქტებზე არის დაფუძნებული.

ასევე წაიკითხეთ: ვინ ასრულებს სანდრა რულოვსის პროტოტიპის როლს ხაინდრავას ფილმში - "ჩვენი ინტიმური კავშირი არ შედგა..."

ხმების პარალელური დათვლის შედეგები - ISFED-ი დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს

"ერთხელ მაინც ვერ უზრუნველვყავით, შემოთავაზება სერიოზულად განგვეხილა, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა, მაგრამ "ოცნებამ" მზითევში კობახიძე მოაყოლა" - იაგო ხვიჩია

მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა - როგორია კანონით გათვალისწინებული პროცედურები